სააქციო საზოგადოება „ონის კასკადის“ მიერ საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, მდ. რიონზე იგეგმება ორ საფეხურიანი, მდინარის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰესების კასკადის მშენებლობა და შემდგომი ექსპლუატაცია, ჯამური დადგმული სიმძლავრით 206,16 მგვტ.
შპს „გამა კონსალტინგის“ მიერ შესრულებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში (გზშ) ვკითხულობთ, რომ დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს მდ. რიონის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისებას ზღ.დ 1095,5 – 669,2 მ ნიშნულებს შორის მოწყობილი ჰიდროტექნიკური ნაგებობის საშუალებით (წყალსაცავის გარეშე). პირველი საფეხური (ონი 1 ჰესი) განლაგებულია ზღ.დ. 1095,5-832,1 მ ნიშნულებს შორის, ხოლო მეორე საფეხური (ონი 2 ჰესი) 832,1-669,2 მ ნიშნულებს შორის.
მდ. რიონის ხეობა კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე ვრცელდება სოფ. ტვიშამდე. რეგიონი ხასიათდება რთული გეოლოგიური და ტექტონიკური აგებულებით, ეროზიულ-აკუმულაციური პროცესების აქტიური მიმდინარეობით, რელიეფის თანამედროვე ვერტიკალური დიფერენცირებული მოძრაობით.
რეგიონი ტექტონიკურად დაძაბულია. რიონ-ჭანჭახის გრაბენის ამგებელი ქვედა იურული ნალექები კავკასიონის ღერძული კრისტალური ნალექებისაგან ღრმა რღვევის ხაზით არის გამოყოფილი. ხოლო სამხრეთით ცარცულ და იურულ ნალექებს შორის ცოცხალი რღვევის ხაზი გადის. მდინარეების რიონისა და ჭანჭახის ხეობების ფსკერზე სიღმითი ეროზიული პროცესებია განვითარებული. ხეობის ფერდობებზე განლაგებულია მძლავრი, აქტიური ღვარცოფული აუზები, რომელთა მოქმედებაც ხშირად წყალმოვარდნების პროვოცირებას იწვევს.
ონის ქვემოთ ხეობა ასიმეტრიულია. მისი მარჯვენა ფერდობი ძლიერ ციცაბოა, მარცხენა კი გაშლილია. მდ. რიონი ძირითადად მარჯვენა ფერდობის ძირში მიედინება. ხეობის ასეთი მორფოლოგია მარცხენა ფერდობზე მოქმედი მეწყრების და ღვარცოფების მოქმედებით არის განპირობებული.
სხვადასხვა მიმართულების რღვევის ხაზების გადაკვეთას უკავშირდება 1991 წლის 29 აპრილის ძლიერი მიწისძვრა,რომლის ინტენსივობამაც 9 ბალი შეადგინა (მიეკუთვნება დამანგრეველ კატეგორიას) და რელიეფში საკმაოდ დიდი ცვლილებები გამოიწვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება თუ სეისმურად რაოდენ აქტიურია საკვლევი რეგიონი. გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში კი მხოლოდ ვარაუდის დონეზეა გაჟღერებული, რომ რეგიონის ტექტონიკური და სეისმური დაძაბულობა გავლენას არ იქონიებს ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე. ყოველივე ამის შემდეგ პროექტით გათვალისწინებულია ონი 1 ჰესის 12,5 კმ და ონი 2 ჰესის 9,3 კმ სიგრძის წყალმიმყვანი გვირაბების მშენებლობა ხეობის მარჯვენა ფერდობში, დასახლებული პუნქტების თავზე (სოფლები: უწერა, ნიგავზები, ფარავნეში, ნაკიეთი, ლაგვანთა, ნიგვზნარა).აღნიშნული მონაკვეთები აგრეთვე წარმოადგენს აქტიური ღვარცოფების მოქმედების კერას, რომელთაც ყოველწლიურად დიდი რაოდენობით მყარი ნატანი ჩამოაქვთ ხეობის ფსკერზე და რომელსაც შემდგომ მდინარე რიონი რეცხავს, წყლის ძირითადი მასის გვირაბში გაშვებისა და მყარი ნატანის დაგროვების შემთხვევაში არსებობს წყალმოვარდნების გახშირების საშიშროება.
ყოველწლიურად საქართველოს მდინარეების მიერ შავ ზღვაში საშაულოდ ჩაიტანება 28272,8 ათასი ტონა მყარი მასალა. აქედან 94,5% მოდის ისეთ დიდ მდინარეებზე, როგორიცაა ბზიფი, კოდორი, ენგური, რიონი, ჭოროხი. მხოლოდ მდინარე რიონს ყოველწლიურად საშუალოდ 7770 ათასი ტონა მყარი მასალა ჩააქვს ზღვაში.
მდინარეთა კალაპოტებში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა, უპირველეს ყოვლისა - კაშხლებისა და დამბების, მკვეთრად ამცირებს მდინარეთა მყარი ნატანის ჩამონადენს და არღვევს სისტემის - ზღვა - ნაპირი - მდინარე ბუნებრივ ბალანსს. ამის შედეგად ზღვის ტალღების საუკუნებრივი ნაპირის დამანგრეველი პროცესი შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს, რასაც ონის კასკადის მშენებლობაც შეუწყობს ხელს.

სამშენებლო დერეფანი ძირითადად წარმოადგენს მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ტერიტორიას. ჰესების კასკადის მშენებლობა და ექსპლუატაცია გარდაუვლად მოახდენს უარყოფით პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ბიოლოგიურ სამყაროზე და ზოგადად ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებში მიმდინარე პროცესებზე.
მშენებლობის პროცესში დაგეგმილია 4212 ერთეული ხე-მცენარის გარემოდან ამოღება. მათ შორის, ნაძვი - 355, ქართული მუხა - 125, სოჭი - 81 ერთეული. მცენარეული საფარის განადგურება გამოიწვევს ისედაც აქტიური, ზიანის მომტანი ეგზოდინამიკური პროცესების კიდევ უფრო გააქტიურებას და ლანდშაფტების პერცეფციული ღირებულების გაუარესებას, რაც მეტ-ნაკლებად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონში მზარდი ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე.

ფაუნის წარმომადგენელთაგან გავლენის არეალში ექცევიან საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ისეთი სახეობები, როგორიცაა: მურა დათვი, წავი, ფოცხვერი, მთის არწივი, ბატკანძერი და ა.შ. ჰესების კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში გაიზრდება ცხოველთა სამყაროზე შეწუხების ფაქტორთა ზემოქმედება, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ სახეობათა საცხოვრბელი გარემოს განადგურებას, რაც ცხადია, უარყოფითად იმოქმედებს აქ მობინადრე პოპულაციების მდგომარეობაზე.
მშენებლობის არეალში მოქცეული ტერიტორიის მაღალ კონსერვაციულ ღირებულებაზე მიანიშნებს, აგრეთვე აქ არსებული გეგმარებითი დაცული ტერიტორიები და ზურმუხტის ქსელის კანდიდატი უბნების არსებობა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გეგმარებითი ეროვნული პარკის საზღვრის უშუალო სიახლოვეს იგეგმება ონი 1 ჰესის სათავე ნაგებობის მოწყობა, ხოლო ერთ-ერთი უბნის ქვეშ დაგეგმილია სადერივაციო გვირაბის გატარება.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გეგმარებითი ეროვნული პარკის საზღვრის უშუალო სიახლოვეს იგეგმება ონი 1 ჰესის სათავე ნაგებობის მოწყობა, ხოლო ერთ-ერთი უბნის ქვეშ დაგეგმილია სადერივაციო გვირაბის გატარება.
აუცილებელია ამ შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნეს იმ სახელმწიფოთა გამოცდილება, რომელთა ენერგომომარაგებაში ჰიდრორესურსებს წამყვანი როლი უჭირავს, თუმცა ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი გამორიცხულია ათვისების სქმებიდან. გამოყენების სქემებიდან გამორიცხვას ექვემდებარება მდინარეთა ის მონაკვეთები და ხეობები, სადაც ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა მნიშვნელოვნად დააზიანებდა ეკოლოგიურ სისტემას, საფრთხე შეექმნებოდა ბუნებისა და ისტორიულ ძეგლებს, დაირღვეოდა ისტორიულად ჩამოყალიბებული ადამიანის კულტურულ-სოციალურ-სამეურნეო გარემო. ზოგიერთ ქვეყანაში, გამორიცხვის საფუძველს, ამ უბნების განსაკუთრებული სამეცნიერო ინტერესიც წარმოადგენს. მაგალითად, ნორვეგიაში, აღნიშნული მიზეზებით ეკონომიკური პოტენციალიდან, რომელიც 175,3 მლრდ კვტ.საათს შეადგენს 20%-ზე მეტი ამოღებულია ათვისების სქემებიდან.
ონის ჰესების კასკადი განვითარების ყველა ეტაპზე დიდ ზეგავლენას იქონიებს სოციალურ გარემოზე, ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე. ორივე საფეხურის სათავე ნაგეობობები და ძალური კვანძები ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის უშუალო სიახლოვესაა განლაგებული, სწორედ ამ გზის გამოყენებითაა შესაძლებელი კურორტ შოვში მოხვედრა, მაღალმთიან ჭიორასა და ღებთან დაკავშირება, მშნებლობის პროცესი შეაფერხებს გზით სარგებლობას და პრობლემას შეუქმნის კურორტ შოვში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას. ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში შეუძლებელი იქნება მდ. რიონზე საჯომარდო ტურების მოწყობა, რომელიც დღეს ესეოდენ პოპულარობით სარგებლობს და ადგილობრივი მოსახლეობისათვის პოტენციური შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მოსალოდნელია ონის მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე დემოგრაფიული სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრება, უარყოფითი სტიქიური პროცესების გააქტიურებისა და გვირაბების დაზიანების შემთხვევაში განადგურების საფრთხე ემუქრება აქ არსებულ სოფლებს, ისედაც მცირემიწიანი რაჭა კიდევ უფრო მიუახლოვდება მოსახლეობისაგან დაცლის საშიშროებას.
არსებითია ის, რომ კომპანიის მხრიდან მოსახლეობა წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა, რაც ნორმების დარღვევაა და დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. რატომ ჩქარობს კომპანია ასე პროექტის დაწყებას? თანაც ახალი რეგულაციების უგულველყოფით. არც ეკონომიკური ასპექტებია მკაფიოდ დასაბუთებული, თუ რა სარგებელს მოუტანს პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონს და მთლიანად ქვეყანას, არის თუ არა იგი რენტაბელური. დღეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მშენებლობის წინააღმდეგია.
ყველა ამ პრობლემური ფაქტორიდან გამომდინარე, პირველადი შეფასებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ონის ჰესების კასკადის მშენებლობა არ არის მიზანშეწონილი.