Wednesday, November 30, 2016

ადამიანი და გეოგრაფიული გარემო

                                                                                  

 მას შემდეგ, რაც ადამიანი შრომის პროცესს, შრომის იარაღების წარმოებას დაეუფლა,იგი აღმოჩნდა არა დედამიწის ლანდშაფტური გარსის,არამედ მხოლოდ იმ კონკრეტული ბუნებრივი პირობების გარემოცვაში, სადაც მისი ცხოვრება და სამეურნეო საქმიანობა მიმდინარეობდა. სწორედ ბუნების ეს ნაწილი წარმოადგენს ადამიანისათვის გეოგრაფიულ გარემოს ანუ აუცილებელ სასიცოცხლო პირობას, რომელთანაც ადამიანთა საზოგადოება ისტორიული განვითარების მოცემულ ეტაპზე უშუალო ურთიერთკავშირშია. ამდენად, გეოგრაფიული გარემო არის საცხოვრებელი, ადამიანის სამოქმედო არეალი, მნიშვნელოვანი რესურსული წყარო; აგრეთვე უდიდეს გავლენას ახდენს ადამინაების სულიერ სამყაროზე, მათ ხასიათსა და ჯანმრთელობაზე.        
      საზოგადოების ცხოვრებაში გეოგრაფიული გარემოს მნიშვნელოვანი როლის გააზრებასთან ერთად, არსებობს ამ როლის შეფასების ორი უკიდურესი და ერთმანეთის გამომრიცხავი მცდარი მიდგომაც. კერძოდ, ბუნების მნიშვნელობის გაზვიადება ("გეოგრაფიული ფატალიზმი") და შეუფასებლობა ("გეოგრაფიული ნიჰილიზმი"), რაც, ორივე შემთხვევაში, უარყოფითი შედეგების მომტანია. ეს განსაკუთრებით ეხება მეორე შეცდომას, რომელიც ადამიანებს ბუნების "დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდებს.
     საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთქმედება. კაცობრიობის მთელი ისტორია მისი ბუნებასთან,გეოგრაფიულ გარემოსთან ურთიერთქმედების ისტორიაა. ამ ურთიერთობის პროცესში მათ შორის მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა, რასაც რთული და ხშირად წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვს. ერთი მხრივ, ადამიანი ბუნებას იყენებს თავისი საჭიროებისთვის,მოიხმარს მის სიმდიდრეს. მეორე მხრივ კი, თავისი საქმიანობით ხშირად აზიანებს ბუნებას.
    დამიანის ბუნებასთან ურთიერთობის პროცესმა ხანგრძლივი ევოლუცია განიცადა. დასაწყისში გადამწყვეტი როლი ბუნებრივ ფაქტორებს ენიჭებოდა. დროთა განმავლობაში სამეურნეო საქმიანობამ და ცხოვრების წესების შეცვლამ განსაზღვრა ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის ახალი ფორმები. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია XX საუკუნე, როცა ბუნების და საზოგადოების ურთიერთობაში ხარისხობრივად ახალი ეტაპი დადგა. ამ დროს, სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის პირობებში, მკვეთრად, ნახტომისებურად იმატა საზოგადოების ზეწოლამ ბუნებაზე და მეტად დაჩქარდა ბუნებრივი ლანდშაფტების ანთროპოგენურ ლანდშაფტებად გარდაქმნა. ბუნების ძირეული შეცვლის ამ პროცესებმა მსოფლიოს ბევრ რეგიონში ფართო ხასიათი მიიღო. ზოგი მეცნიერის გამოთვლით, ანთროპოგენურ ლანდშაფტებს დედამიწის ხმელეთის 60%-ზე მეტი უკავია, ხოლო მათ შორის 20% ძირეულად არის გარდაქმნილი.
    ვენს დროში არა მარტო ძალზე დიდია მაღალცივილიზებული და ინდუსტრიალიზებული საზოგადოების ზემოქმედება ბუნებაზე,არამედ მაღალია ბუნებრივი რესურსების გამოყენების ინტენსივობაც. წიაღისეული სიმდიდრეების ინტენსიური ექსპლუატაციით, დასახლებული ადგილების და დამუშავებული ტერიტორიების განუხრელი ზრდით, მსხვილი ქალაქების, სამრეწველო და აგრარული კომპლექსების შექმნით, ადამიანი თავისი მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან ერთად, აღარიბებს, ფიტავს, აბინძურებს და ნარჩენებით შხამავს ბუნებრივ გარემოს. ამდენად, მზარდი მატერიალური კეთილდღეობის ფონზე, საზოგადოება სულ უფრო განიცდის ეკოლოგიურ დისკომფორტს, ხოლო ადამიანის ბიოლოგიური მდგომარეობის არასასიკეთო ელემენტები მრავალნაირი მასობრივი დაავადებების გამომწვევი მიზეზები ხდება.
   ოგადად, ბუნების ანთროპოგენურმა გარდაქმნამ საზოგადოებას შემდეგი უარყოფითი შედეგები მოუტანა: 1. ბუნებრივი რესურსების გამოფიტვა; 2. ადამიანის გარემოს გაუარესება; 3. პლანეტის გენოფონდის დაკარგვა და ეკოსისტემების ბუნებრივი მრავალფეროვნების შემცირება.
   ეალურ ცხოვრებაში, გარემოზე საზოგადოების ზემოქმედებას, როგორც შეგნებული და მიზანდასახული, ასევე სტიქიური, შემთხვევითი ხასიათ აქვს, ანსხვავებენ რაციონალურ და არარაციონალურ ბუნებათსარგებლობას. რაციონალური ბუნებათსარგებლობა არის სისტემა, რომლის დროსაც მოპოვებული ბუნებრივი რესურსები საკმაო სისრულით გამოიყენება, ამასთან, უზრუნველყოფილია აღდგენადი ბუნებრივი რესურსების განახლება, წარმოების ნარჩენების სრული და მრავალჯერ გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოს გაჭუჭყიანებას. იგი დამახასიათებელია ინტენსიური მეურნეობისათვის, რომელიც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, შრომის საუკეთესო ორგანიზაციის და მაღალმწარმოებლურობის საფუძველზე ვითარდება.
არარაციონალური ბუნებათსარგებლობა ნიშნავს ბუნების მიმართ ცალმხრივ, გამოყენებით დამოკიდებულებას, მისგან რაც შეიძლება მალე და მეტი მოგების მიღებას, ბუნების შენარჩუნებისა და, მით უმეტეს, გაუმჯობესებაზე ზრუნვის გარეშე. დამახასიათებელია ექსტენსიური მეურნეობისათვის, რომელიც ვითრდება ახალი მშენებლობების,ახალი მიწების და ბუნებრივი რესურსების ათვისების, მომუშავეთა რიცხვის საგრძნობი გაზრდის საფუძველზე და წარმოებაში ნაკლებ იყენებს ახალ ტექნიკას და ტექნოლოგიებს. არარაციონალურ ბუნებათსარგებლობას, რომლის უკიდურეს ფორმას მტაცებლურს უწოდებენ, მოჰყვება ბუნებრივი რესურსების შემცირება და გარემოს ხარისხის გაუარესება. მსოფლიო პრაქტიკაში ამის მრავალი სავალალო მაგალითია ცნობილი: არალის და კასპიის ზღვები, ნიადაგების დეგრადაცია(ლათინური ამერიაკა), სარწყავი მიწების მეორადი დამლაშება (აზია), ტროპიკული ტყეების გაუტყეურება და სხვ.
                                                                                                                            
                                                                                                                                (c) ვ.ნეიძე

 

ბეგობრები:

  • Copyright © Green Future - Official page™ .
    Designed by Green Future.