Sunday, June 21, 2015
ენერგიის ალტერნატიული წყაროები: ქარი, მზის, ბიომასის და გეოთერმული ენერგია
By
Green Future
Dated
12:21 PM
ამჟამად საქართველოში გამოიყენება პირდაპირი გათბობის, სათევზე გუბურის გათბობის, სამრეწველო აპლიკაციებისა და სათბურების გასათბობად. გეოთერმული წყლების საერთო რეზერვი დღეში 160,000 კუბურ მეტრს აღემატება. ამ რესურსების 8% მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, თუმცა გეოთერმული ველები სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშიც მოიპოვება. ქვეყნის მასშტაბით 44 საბადოში არსებული გეოთერმული წყლის რესურსები გამოედინება 206 ჭისა და ოთხი წყაროს საშუალებით, მათი ტემპერატურა 30-დან 110 გრადუს ცელსიუსამდე დიაპაზონშია. ქვეყნის გეოთერმული რესურსები მაღალი ხარისხისაა, შეიცავს გახსნილი მარილების მინიმალურ რაოდენობას, რაც გამოყენების პროცესში ამცირებს სკალირებას.
მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობის, ტყეებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი კლიმატის წყალობით, საქართველოს გააჩნია ბიომასური ენერგოსადგურების შექმნის უდიდესი პოტენციალი, განსაკუთრებით გათბობისა და ცხელი წყლის მისაღებად. ბიომასა სოფლად ენერგომომარაგების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ ითვლება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 40% ტყეებითაა დაფარული. ამჟამად, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ამზადებს ბიომასის ენერგოსადგურის საპილოტე პროექტს მესტიაში (სვანეთის რეგიონი), სადაც ხე-ტყის მდგრადი ენერგეტიკული ჯაჭვის გამოყენება მოხდება.
საქართველოს ქარის ენერგიის დიდი პოტენციალი გააჩნია, შეუძლია რა, წელიწადში 4 მლრდ კვტ/სთ-მდე სიმძლავრის ელექტროენერგიის გენერაცია. ქარის სიჩქარის ანაზომების აღება რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ხდებოდა 165 მეტეოროლოგიურ ქვესადგურში. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ქარის ენერგოსადგურებისთვის ყველაზე შესაფერისი ტერიტორიები მდებარეობს კავკასიის მაღალმთიან ზონაში, სამხრეთ საქართველოს ზეგანზე (ჯავახეთის რეგიონში) და შავიზღვისპირეთის სამხრეთ ნაწილში.
გეოგრაფიული მდებარეობა უზრუნველყოფს საქართველოს მზის მაღალი რადიაციითაც, ხოლო მზის ენერგია ენერგიის საიმედო და ეკოლოგიურად სუფთა წყაროა. მზიანი ამინდი წელიწადში 250-280 დღეს შეადგენს, რაც 108 მგვტ-მდე ელენტროენერგიის გენერაციის საშუალებას იძლევა. მზის ასეთ პოტენციალს შეუძლია წყლის გაცხელება 40-50 გრადუს ცელსიუსამდე. საქართველოს დაცულ რეგიონებში (მაგალითად მტირალას, თუშეთისა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე) განხორციელდა რიგი პროექტებისა, რომელთა მიზანს წარმოადგენდა, მოსახლეობისა და ტურისტული ობიექტების უზრუნველყოფა მზის ენერგიით წარმოებული ელექტრობითა და ცხელი წყლით.