Sunday, June 21, 2015
ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა
By
Green Future
Dated
2:18 AM
ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა ჩვენს პლანეტაზე მისი გაჩენის დღიდან იწყება.მას შემდეგ ადამიანი არა მარტო შეეგუა გარემომცველ გარემოს,არამედ აქტიურად დაიწყო მისი გარდაქმნაც:გაჩეხა ტყეები,გადახნა მიწები,გაიყვანა გზები,ააგო ხიდები და კაშხალები,ააშენა ქალაქები და ა.შ.
გეოგრაფიული გარსის განვითარების ისტორიაში დადგა ახალი ეტაპი რომელიც უშუალოდ და მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან.გეოგრაფიული გარსი გადაიქცა ე.წ ნოოსფეროდ ანუ ადამიანის გონების სფეროდ.ნოოსფერო დედამიწის პლანეტური და მასთან დაკავშირებული კოსმოსური სივრცეა,რომელიც ადამიანის გონებრივი მოქმედების შედეგად გარდაიქმნება და იმართება.
მრავალი მილიონი წლის განმავლობაში დედამიწაზე ბუნებრივი კომპონენტების გარკვეული წონასწორობა ჩამოყალიბდა.ადამიანი თავისი არსებობის დღიდან გავლენას ახდენს მასზე.
მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ,მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანს გაუადვილა ბუნებრივის გამოყენება. მაგ.: სასარგებლო წიაღისეული,რომელიც ბუნებაში მილიონობით წლის განმავლობაში გროვდებოდა,ადამიანმა სულ რამდენიმე ათეულ წელიწადში სხვადასხვა ტერიტორიაზე გადაიტანა;ადამიანის საქმიანობის შედეგად გაჩნდა ახალი ნივთიერებები და სხეულები,რომლების ბუნებისთვის არ არის მახასიათებელი.
ადამიანის საქმიანობის შედეგად დედამიწის ბუნებამ ბევრ ადგილას შეიცვალა პირვანდელი სახე.გაჩნდა რელიეფის ისეთი ფორმები,როგორიცაა ტერასები,ღხრილები ხრამები,ყორღანები და სხვ.
გარემომცველი ბუნების გარდა ადამიანებს არსებობის სხვა წყარო არ გააჩნიათ,ამიტომ მისი სიმდიდრეების გამოყენებისას საჭიროა ზომიერება და მოფრთილება.ბუნებისგან უნდა ავიღოთ იმდენი,რამდენიც გვესაჭიროება და გამოვიყენოთ მთლიანად და ეკონომიურად.