Saturday, May 9, 2015

საქართველოს დაცული ტერიტორიები და მათთან დაკავშირებული პრობლემები

ორიოდე სიტყვით მინდა მიმოვიხილო საქართველოს დაცულ ტერიტორიები და მათ ეფექტურ მართვასთან დაკავშირებული პრობლემები. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენს დროში გარემოს დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, სწორედ, ადამიანის საქმიანობის შედეგად ნაკლებდაზიანებული ტერიტორიების დაცვაა,იქ არსებული ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული გარემოს დაცვისა და შემდგომი კონსერვაციისათვის.
დღეისათვის საქართველოში დაცული ტერიტორიების ხუთი კატეგორიაა წარმოდგენილი და მათი საერთო ფართობი 462,676.5 ჰექტარს შეადგენს (ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 7,0%).სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს,აქ არ დავიწყებ თითოეული კატეგორიის აღწერას,მაგრამ გეტყვით,რომ ჩვენს ქვეყანაში ამჟამად ფუნქციონირებს 18 ნაკრძალი (საერთო ფართობით 169,391 ჰა), 8 ეროვნული პარკი,11 აღკვეთილი (საერთო ფართობით 54,184 ჰა),ერთი დაცული ლანდშაფტი - თუშეთის დაცული ლანდშაფტი(27,903 ჰა) და რამდენიმე ბუნების ძეგლი.
მიუხედავად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ბოლო წლებში გადადგმული რამდენიმე ეფექტური ნაბიჯისა (ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ჯეირანის რეინტროდუქცია,ჯავახეთის დაცლი ტერიტორია და ა.შ) ჯერ კიდევ საკმაოდაა პრობლემები.. საბჭოთა მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული ვერ ხერხდება ნაკრძალთა უმრავლესობაში სრული ნაკრძალის რეჟიმის დაცვა, რაც გამოწვეულია მათ ტერიტორიაზე ბრაკონიერობისა და შინაური პირუტყვის ძოვების ფაქტების არსებობით. ამ ყველაფერს განაპირობებს ადგილობრივი მოსახლეობის დაბალი შეგნება გარემოსდაცვითი კუთხით,ამიტომ აუცილებლია დაცული ტერიტორიების შესახებ პროპაგანდის გატარება. გარემოსდაცვით პრაქტიკაში პროპაგანდასა და მოსახლეობის შეგნების ამაღლებას ხომ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აკისრია. ამ მხრივ კი ჩვენს ქვეყანაში თითქმის არაფერი კეთდება,თუარ ჩავთვლით ერთეულ ღონისძიებებს(მაგ. ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტს მიმდებარე სოფლების სკოლებში);ასევე საჭიროა მონიტორინგი ვიდეომახეებით ბრაკონიერთა გამოვლენის მიზნით და სხვ.
ქვეყნის ასეოდენ მდიდარი ბიომრავალფეროვნების შედარებით სრულყოფილად დაცვისათვის აუცილებელია არსებული დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება.. ცენტრალურ კავკასიონზე (სვანეთი-რაჭის მონაკვეთი), რომელიც საქართველოში ბიოლოგიურად მეტად საინტერესო ადგილს წარმოადგენს, არ არსებობს არცერთი დაცული ტერიტორია. გარდა იმისა რომ,ეს ტერიტორია ენდემების გასაოცარი სიმდიდრით გამოირჩევა და ჰაბიტატებს ჯერ კიდევ ძლიერად არ დატყობია ადამიანის ხელი,ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ მონაკვეთზე მიმდინარეობს ჯიხვის ჰიბრიდიზაცია.. ნაპოვნია რქები რომლებიც მოყვანილობით არც დასავლეთ და არც აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის რქებს არ ჰგავს. ეს უკანასკნელი კი აქ ნადირობის ერთ-ერთ მთავარ ობიექტს წარმოადგენს და ამიტომაც დღითი-დღე კლებულობს ისედაც კატასტროფულად მცირე რაოდენობა.. გარკვეული პერიოდი იყო საუბარი ზემდგომ ეშელონებში ამ ტერიტორიების დაცულად გამოცხადებაზე,მომზადდა 5 წლიანი საწყისი მართვის მენეჯმენტის გეგმები,გამოიყო გარკვეული თანხები,მაგრამ შედეგი არ ჩანს,ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი სადღაც გაქრა..
აუცილებელია შესაბამისი კატეგორიის დაცულ ტერიტორიებზე მდგრადი ტურიზმის განვითარება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი ჭარბი რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენება რათა არ მოხდეს ლანდშაფტის დეგრადირება და ბიომრავალფეროვნებაზე შემაწუხებელი ფაქტორების გაზრდა,ისე როგორც ეს მოხდა მაგალითად იმერეთის მღვიმეთა დაცულ ტერიტირიებზე..
საერთოდ ზედმეტია საუბარი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული დაცული ტერიტორიების შესახებ(რიწის,ფსხუ-გუმისთის,ბიჭვინთა-მიუსერის,სკურჩისა და ლიახვის ნაკრძალები).. არსებული ინფორმაციით საერთოდ მომსპარია ინფრასტრუქტურა და დარღვეულია ნაკრძალის რეჟიმი,რუსული მხარის მიერ ხორციელდება სამონადირეო ტურების ორგანიზება.. არადა აქ არსებული ბიომრავალფეროვნება პრაქტიკულად შეუფასებელი სიმდიდრეა :(
ერთი სიტყვით,ძალიან რომ არ გამიგრძელდეს,ვთქვათ თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი დაცული ტერიტორიების ეფექტურ მართვაში არსებული პრობლემებიდან. პირველ რიგში აუცილებელია კადრების დაკომპლექტება პროფესიონალი და საქმეზე ორიენტირებული სპეციალისტებით, რეინჯერთა რიცხვისა და უფლებების გაზრდა, ასევე მათი სათანადო აღჭურვა,დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება,ეროვნული პარკების შესაბამისი ინფრესტრუქტურით აღჭურვა,მათი შემდგომი გამოყენებისათვის მდგრადი ეკოტურიზმის განვითარების კუთხით,მოსახლეობაში პროპაგანდის გატარება და ა.შ. ძალიან ბევრ ქვეყანაში დაცული ტერიტორიების პრაქტიკა ამართლებს და უზრუნველყოფილია მათი ეფექტური მართავა.შეიძლება ითქვას,რომ აშშ-ში ფუნქციონირებს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სისტემა National Park Servise,რომლის მაგილითზეც შეგვიძლია ბევრი კარგი ვისწავლოთ. სასიხარულოა,რომ მეგობარი სახელმწიფოებისაგან უკვე ვიღებთ ბევრ დადებითს და აუცილებელია ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაფართოვდეს,მაგალითად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების pan parks-ის წევრია,რაც მის მაღალ დონეზე დაცულობას უზრუნველყოფს. მაგრამ ვერცერთი ორგანიზაცია თუ სერვისი ვერ იქნება აბსოლუტური დაცულობის გარანტი,ამ საქმეში გადამწყვეტი როლი მხოლოდ ადამიანის შეგნებას აკისრია! და ჩვენი მოძრაობის პრიორიტეტიც სწორედ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ბუნებასა და დამიანს შორის ურთიერთობის მოწესრიგებაა..

 

ბეგობრები:

  • Copyright © Green Future - Official page™ .
    Designed by Green Future.