Friday, May 8, 2015

მზის დამტენი

რამდენიმე დღის წინ ვიპოვე ეს მარტივი და იაფი მზის დამტენი ფელეფონებისთბის ...
ის ერთ დღეში იტენება და შეუძლია სამჯერ დატენოს ტელეფონი, GPS, ერთჯერ პლანშეტი ან აიპადი. საკმაოდ კომპაქტურია, ტელეფონის ზომისაა და კარგად გამოგადგებათ ლაშქრობებში, ასევე ბუნების დაბინძურებას ცოტათი მაინც შეამცირებთ ^_^ .
ერთი წელი იმუშავებს უპრობლემოდ ხარვეზების გარეშე 7200mAh აქვს და ღირს სულ რაღაც 20$ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე -->

Poweradd™ Apollo 7200mAh Solar Panel Charger Portable Charger Power Bank for iPhone 6 Plus 5S 5C 5 4S, Samsung Galaxy S6 S5 S4 S3 Note 4 3, LG G3, Nexus, HTC One M9, Sony, Nokia, Gopro, GPS and More

როგორ გავშალოთ კარავი?


1) ამოალაგეთ გაუშლელი კარავი ჩანთიდან. ნახეთ ინსტრუქცია და დარწმუნდით, რომ ყველაფერი ადგილზეა.

2) შეაერთეთ ჯოხები, იმისათვის რომ შევკრათ კარვის ჩარჩო. კარგად დააკრივდით კარვის ტიპს, კონუსის ფორმა აქვს, პირამიდის, სახლის თუ თაღოვანია. მის მიხედვით კი უნდა შეაერთოთ ჯოხები, თუ ზუსტად არ გააკეთებთ და სხვა ფორმა ექნება, მაშინ ან გაშლისას კარავს გააფუჭებთ ან საერთოდ ვერ გაშლით.


3) ჩარჩოს შეკვრის შემდეგ წამოაცვით კარავის ნაჭერი. თუ ჩარჩო სწორად ააწყვეთ, მაშინ ნაჭერი მასზე თავისუფლად უნდა ეცმეოდეს, მცირე ძალის გამოყენებით.



4) დარწმუნდით, რომ თქვენი კარავი მყარად არის დამაგრებული მიწაზე და არსად არ გაფრინდება. აიღეთ ჩაქუჩი გაჭიმეთ კარავი (ძალიან ძლეირად არა) და ოთხივე მხარეს დააჭედეთ. შეეცადეთ კარგად დაამაგროთ.


5) სულ სხვა ამბავია თუ არ გაქვს ნაყიდი კარავი. ამ შემთხვევაში ეძიეთ დავშესაფარი ხეების ქვეშ, გამოქვაბულში, ან თქვენს მანქანაში (თუ გყავთ).
ან უბრალოდ ნახეთ შემდეგი პოსტი - როგორ გავაკეთოთ თავშესაფარი ხელსაწყოების გარეშე.

Thursday, May 7, 2015

ბლოგი მზადაა

დღეიდან უკვე შეგვეძლება განვათავსოთ ვრცელი სიახლეები ბლოგზე Green future - სთვის. აქ დაიდება ინფორმაცია ყველა ჩვენ პროექტზე, ასევე განვიხილავთ საქართველოს ყველაზე დიდ პრობლემებს ამ სფეროში და სხვადასხვა პოსტებს. შემოგვიერთდით :)

 

ბეგობრები:

  • Copyright © Green Future - Official page™ .
    Designed by Green Future.